მთავარ შინაარსზე გადასვლა
Fiscal.ge

მიზანი

საქართველოში ეკონომიკის, სახელმწიფო ფინანსების, რეგიონების, ვაჭრობის, ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ დიდი რაოდენობით საჯარო მონაცემები არსებობს. თუმცა ეს ინფორმაცია სხვადასხვა უწყების ვებგვერდებზე, ექსელის ფაილებში, ანგარიშებსა და რთულ ცხრილებშია გაფანტული. ხშირად ერთი მარტივი პასუხის მისაღებადაც კი საჭიროა რამდენიმე წყაროს მოძიება, მონაცემების ჩამოტვირთვა, დამუშავება და ერთმანეთთან შედარება.

პრობლემა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება არ არის. არსებული მონაცემები ხშირად წარმოდგენილია ისეთი ფორმით, რომელიც სპეციალური ცოდნის გარეშე რთულად გასაგებია. ასევე რთულია სხვადასხვა წლის მონაცემების, სხვადასხვა რეგიონისა თუ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება და საერთო სურათის დანახვა. შედეგად, საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში მხოლოდ ადამიანთა მცირე წრისთვის არის მარტივად გამოსაყენებელი.

fiscal.ge სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა. ჩვენი მიზანია საქართველოს შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ეკონომიკური და ფინანსური მონაცემების დიდი ნაწილი ერთ სივრცეში მოვაქციოთ, დავალაგოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ და მარტივი, ვიზუალურად გასაგები ფორმით წარმოვადგინოთ.

გვინდა, მომხმარებელს რამდენიმე საათის ძიების ნაცვლად, რამდენიმე წამში შეეძლოს საჭირო მონაცემის პოვნა, მისი შედარება და კონტექსტის დანახვა. ჩვენი მიზანია, საქართველოს მონაცემები იყოს არა მხოლოდ საჯარო, არამედ რეალურად ხელმისაწვდომი, გასაგები და გამოყენებადი.

გაეცანი მონაცემებს →